logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: უბრალოდ, მინდა ახალი კომბლე, მინდა ახალი ნაცარქექია, რომელიც...
- +

16 დეკემბერი. 2016. 15:41



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას „კომბლეს" საწინააღმდეგო არაფერი აქვს და აღნიშნავს, რომ უნდა ისეთი კომბლე, რომელიც თავისი შრომით მიაღწევს რაღაცას.

 

„ლიტერატურა ალბათ აღზრდის საუკეთესო მეთოდი არის. თუმცა, მიზეზი, რის გამოც შევუტიე კომბლეს და კიდევ შევუტევ არაერთს, სხვაა. სინამდვილეში კომბლეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

 

უბრალოდ, მინდა ახალი კომბლე, რომელიც თავისი შრომით მიაღწევს რაღაცას, მინდა ახალი ნაცარქექია, რომელიც დევს კი არ წაართმევს სახლს, აიშენებს. შვილებზე მკითხეთ და კომბლეს, ნაცარქექიასა და ჩიტი-ჩიორასავით რომ იქცეოდეს ჩემი შვილი, არ მინდა. კიდევ გრძელი ჩამონათვალი მაქვს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner