logo_geo
eng_logo
ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში უწმინდესმა ეკლესია გახსნა
- +

16 დეკემბერი. 2016. 16:06



ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სასჯელაღსრულების მინისტრ კახ კახიშვილთან ერთად, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა.


ტაძრის მშენებლობა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაძარი პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა და თანამშრომლებმა ააგეს. სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის თქმით, ეს ტაძარი მსჯავრდებულებს სულიერი სიმტკიცის გაძლიერებაში დაეხმარება.


დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომ ჩამოვიდნენ და თავად მათ აკურთხეს ეს ტაძარი. ჭეშმარიტი რწმენა აძლიერებს ადამიანს. იმედი მაქვს, ეს ტაძარი ხელს შეუწყობს პატიმრების გაძლიერებას და საზოგადოებაში დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა.


უწმინდესმა პარაკლისი გადაიხადა და მსჯავრდებულები ეკლესიის მშენებლობისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner