ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით, „სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის შესაცვლელად რეფერენდუმი ჩატარდება. თიბილოვის თქმით, ცხინვალის რეგიონს ისტორიული სახელი - ალანია უნდა ეწოდოს.
„ვგეგმავთ რესპუბლიკის პოლიტსაბჭოს შეკრებას, ასევე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პარტიების მოწვევას, რათა „სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის შეცვლის საკითხი განვიხილოთ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს", - განაცხადა თიბილოვმა.
თიბილოვის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს შეკრება 2017 წლის იანვარში გაიმართება, სადაც გადაწყდება ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ზუსტი თარიღი.