„გორგიას" მეპატრონის, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე, ნინო დარსალია „ქრონიკა +"-თან წითელი ჯვრის წარმომადგენლის ნანა ყეინიშვილსა და გორგოშაძის ფულადი მაქინაციების შესახებ საუბრობს.
დარსალიას თქმით, გორგოშაძემ და ყეინიშვილმა მას თაღლითური გზით ფული გამოსძალეს.
„დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, დაკითხულია მოწმეები, გამოკვეთილია, რომ გია გორგოშაძემ და ნანა ყეინიშვილმა ჩემ წინააღმდეგ თაღლითობა ჩაიდინეს, მაგრამ დღემდე ვერ ხდება მათი პასუხისგებაში მიცემა.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სანოტაროდ დამოწმებული დოკუმენტის შინაარსიდანაც კი, უტყუარად დასტურდება, სამართლებრივი შედეგი დღემდე არ დგება. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, რომ თუ მართლაც არ მფარველობს ვინმე, თუ მართლაც არ არის ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, მიეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჩემ წინააღმდეგ თაღლითობის ჩადენის გამო გია გორგოშაძე და ნანა ყეინიშვილი!- აღნიშნავს