სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მოსახლეობისა და ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მას შემდეგ შეჩერდა, რაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ კოლონას. უცნობია, თუ რამდენი ხნით იქნება შეჩერებული ევაკუაციის პროცესი.
მეამბოხეებმა ასევე სცადეს თან მძევლების წაყვანა.
ლიბანში მდებარე „ალ-მანარ ჰეზბოლა ტვ-ს" ინფორმაციით, სირიის არმიამ ევაკუაციის პროცესი შეაჩერა იმის გამო, რომ მეამბოხეებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო.