logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: იანვრის მეორე ნახევრიდან ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები იქნება
- +

16 დეკემბერი. 2016. 16:59


 

„არ შეიძლება, პრესით, ტელევიზიით თუ სოციალური მედიით დღედაღამ ილანძღებოდე მთავრობის მისამართით", - განაცხადა „ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეკონომიკური მდგომარეობა იანვრის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად გაუმჯობესდება.


„მოგეხსენებათ, ეკონომიკას თავისი განვითარების კანონზომიერებები გააჩნია და ღრმად ვარ დარწმუნებული, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ქვეყანაში შექმნილია ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც ეკონომიკას და მეწარმეებს ხელს არ უწყობს.

 

ქვეყანაში აჟიოტაჟის შემცველი განცხადებები ინვესტორების დაფრთხობისკენაა მიმართული, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები ინვესტიცია შემოიტანონ ქვეყანაში. 

 

ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია და ის უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს ერთ დღეში ვერ მოხერხდება. განვითარების დინამიკა დადებითი უნდა იყოს, მაგრამ ეკონომიკურ გუნდს ამის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.  

 

არ შეიძლება, პრესით, ტელევიზიით თუ სოციალური მედიით დღედაღამ ილანძღებოდე მთავრობის მისამართით. ეს გამოასწორებს სიტუაციას?! - რა თქმა უნდა, არა. მინდა, აქვე ისიც ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და განსაკუთრებით მისმა ეკონომიკურმა გუნდმა, საზოგადოებასთან შემეცნებითი და აქტიური კომუნიკაცია უფრო დიდი დოზით უნდა აწარმოოს.

 

მაქსიმუმ ერთ თვეში, იანვრის მეორე ნახევრიდან, ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები უნდა იყოს", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner