საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ხელმძღვანელბით გენდერული თანასწორობის კომისიის წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო წლის შემაჯამებელი ანგარიში. სხდომაზე ასევე განიხილეს სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიითა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები.
სამინისტროში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიმართულებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას შემდეგ მიღწევებს:
სამინისტროს გენდერული თანასწორობის კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.