logo_geo
eng_logo
დევნილთა სამინისტროში გენდერული თანასწორობის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
- +

16 დეკემბერი. 2016. 17:39



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში,  მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ხელმძღვანელბით გენდერული თანასწორობის კომისიის წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.  სხდომას კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო წლის შემაჯამებელი ანგარიში. სხდომაზე ასევე განიხილეს სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიითა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები. 


სამინისტროში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიმართულებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას შემდეგ მიღწევებს:


  • გენდერული თანასწორობის კომისიის შექმნა;


  • გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება;


  • კომუნიკაციის სტრატეგიაში გენდერული ასპექტების გათვალისწინება;


  • დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გენდერული ასპექტების განხილვა;


  • ეროვნული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება.


სამინისტროს გენდერული თანასწორობის კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner