logo_geo
eng_logo
17 დეკემბერს ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ
- +

16 დეკემბერი. 2016. 18:07



17 დეკემბერს, 11.00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციის "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის"  ორგანიზებით, 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი გორის რაიონის სოფელ ნიქოზს ეწვევა. მედიკოსები ადგილობრივი ამბულატორიის შენობაში ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და კონსულტაციებს ჩაუტარებენ. პაციენტებს საჭიროებისამებრ  უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც.


სახელმწიფო უწყების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner