„გორგიას" ქონება, მისი პროდუქციის მარაგი 100 მილიონს აღწევს. ეს ბიზნესი მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ერთად ავაწყვეთ. გამოყენებული იყო ჩემი ურთიერთობები, ენერგია, თანადგომა და მათ შორის, საწყისი კაპიტალი, რომლის თანამონაწილეც ვარ...
მე 2 კგ-მდე ოქრო მქონდა და მოტყუებით ეს ოქრო ჩამადებინა ბიზნესში. როდესაც ცოლად გავყევი, ჰქონდა ორი პატარა მაღაზია და საოფისე შენობის კარკასი. დღეს 100 მილიონი აქვს. მომიშორა და ქუჩაში დამტოვა. გია გორგოშაძეს, ბათუმშიც და თბილისშიც მას იცნობენ, როგორც ცნობილ გადამგდებს!
რეპუტაცია ნულზე აქვს პარტნიორებთან! შეპირდება ვინმეს რამეს, მერე თავისას გაისწორებს და გადააგდებს. დიახ, ჩვეულებრივი თაღლითია! ერთი პერიოდი ნაციონალებს აფინანსებდა... ფინანსურმა პოლიციამ დიდი დარღვევები უპოვა თუმცა, დღესაც აგრძელებს სომხეთსა და აზერბაიჯანში მაქინაციებს..." - აცხადებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში „გორგიას" მფლობელ გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია.