logo_geo
eng_logo
ბაშარ ალ-ასადი: რაც დღეს ხდება ეს ისტორიის დაწერაა, რომელსაც სირიის მოქალაქეები წერენ
- +

16 დეკემბერი. 2016. 21:34



სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სიტუაცია სხვანაირი იქნება „ალეპოს გათავისუფლების" შემდეგ, რასაც მან ისტორიული მომენტი უწოდა.


 15 დეკემბერს twitter-ზე პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გავრცელდა.


„რაც დღეს ხდება ეს ისტორიის დაწერაა, რომელსაც სირიის მოქალაქეები წერენ. ისტორიის დაწერა დღეს არ დაწყებულა, ის ექვსი წლის უკან დაიწყო, როდესაც სირიის წინააღმდეგ ომი დაიწყო", - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.


ოპერაცია ქალაქ ალეპოდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მეამბოხეების გამოყვანაზე ხუთშაბათს დაიწყო. აღნიშნული ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია.


„ვფიქრობ, ალეპოს გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ვიტყვით, რომ სიტუაცია არა მხოლოდ სირიაში, არამედ რეგიონში და გლობალურ დონეზე სხვანაირია", - დასძინა ბაშარ ალ-ასადმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner