logo_geo
eng_logo
გიორგი ბაქრაძე: არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება
- +

16 დეკემბერი. 2016. 22:39



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „ჩემი კითხვა", ე.წ. ლარიზაციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება. დედოლარიზაცია არის ხანგრძლივი პროცესი და ეს არ არის ერთი და ორი წლის ამბავი. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, იმ ქვეყნებში, სადაც დედოლარიზაცია წარმატებით განხორციელდა, ამ პროცესმა წლები გასტანა.


მისივე თქმით, ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც იგეგმება, საბოლოოდ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და ქვეყანას ნაკლები დამოკიდებულება ექნება დოლარზე.



„ჩვენთვის ლარიზაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სავალუტო რისკი. მათი შემოსავლები და მათი სესხი არის სხვადასხვა ვალუტაში. ძირითადი პრობლემა არის სწორედ ეს.

 

არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება. ადამიანებს, ვინც საერთაშორისო ვაჭრობაზე არიან ორიენტირებული, ყოველთვის დასჭირდებათ გარკვეული რაოდენობა უცხოური ვალუტის და, შესაბამისად, მოთხოვნა ყოველთვის იქნება. თუმცა არაერთი ქვეყნის წარმატებული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თუ საბოლოო ჯამში დამოკიდებულება დოლარზე შემცირდა, ეს ამცირებს ქვეყნის რისკებს და ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის.


ჯერ ერთი წინაპირობაა ეკონომიკური ზრდის, იმიტომ, რომ რისკების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. მეორეც, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხალხს აღარ ჰქონდეს ეს რისკი და მესამე - ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის არერთგზის გამოყენებული სხვა ქვეყნებში და ამან შედეგი გამოიღო", -განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner