თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს:
„ასეთ ადამიანებზე დგას თბილისი. მარჯვენა დაგელოცოთ...
ესე იგი, 16 დეკემბერს მათე-მოტორსთან მილი დაზიანდა, დროზე კი გადაიკეტა, რემონტიც დაიწყო, მაგრამ დაღვრილი წყალი გაყინა და სერიოზული ავარიასაშიში სიტუაცია შეიქმნა.
ჩვენმა ავტომიბილისტებმა შეგვატყობინეს ამის თაობაზე.
ამის შემდეგ, პრაქტიკულად რამდენიმე წუთში მერიის სამსახურის - „თბილსერვისის" ჯგუფი უკვე შეუდგა ტექნიკური მარილის მოყრას.
მადლობა თითოეულ მუშაკს, დავით დოლიძეს და აგრეთვე მამუკა მუმლაძეს",- წერს ოგბაიძე.