logo_geo
eng_logo
საქართველოს ციხეებში ევროკავშირის და აშშ-ის სტანდარტების დანერგვა ხდება
- +

17 დეკემბერი. 2016. 01:09



სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ციხეებში არსებულ რისკებზე მუშაობის შედეგად სისტემის გაჯანსაღება შეძლო.


კახიშვილის თქმით, საპატიმროებში თითოეული მსჯავრდებულის ისტორიის შესწავლის შედეგად რისკები შეფასება ხდება.


„ეს არის გამოწვევა, კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში რომ არ არსებობდეს, ციხეს ციხეს არ დაუძახებდნენ. ბუნებრივია, კრიმინალური სუბკულტურა ნებისმიერ ციხეში არსებობს, სხვა საკითხია როგორ უნდა მოახდინო ფილტრაცია და მენეჯმენტი ისე, რომ ამ კრიმინალური სუბკულტურის გავლენა არ განხორციელდეს სხვა პატიმრებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ მათ სურთ მოიხადონ სასჯელი კანონით დადგენილ პირობებში და გათავისუფლდნენ. აქედან გამომდინარე, ინიცირებული იყო რისკების კლასიფიკაცია ჩვენს მიერ, რაც ამართლებს. ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიმუშავეთ ამ თემაზე. ხდება რისკის შეფასება კონკრეტული პატიმრის მიმართ. ხდება კონკრეტული პატიმრის ისტორიის შესწავლა. აუცილებელია იზოლირება იმ ადამიანების, ვისაც სხვის ხარჯზე ცხოვრება სურს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დღეს 10 ათასამდე პატიმარი იხდის სასჯელს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner