logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს!
- +

16 დეკემბერი. 2016. 23:40



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„1757 წლის 14 დეკემბერს სოლომონ მეფის მეთაურობით 11000 ქართველმა დაამარცხა 30000 ოსმალო. ამ ბრძოლაში გმირობა გამოიჩინა და სამეფო კარის აზნაურობა მიიღო ჩემმა წინაპარმა. ვინ იცის რამდენი თქვენი წინაპარი იბრძოდა გმირულად სხვადასხვა ბრძოლებში, რამდენი თქვენი დიდი ბაბუა შეეწირა ქართული მიწის დაცვას. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე... ჩვენი ბაბუების სისხლითაა მორწყული მიწა, ჩვენი ბაბუების თავგანწირვით შენარჩუნდა საქართველო... 2016 წელს აპირებენ ჩვენი ბაბუების, დიდი ბაბუების გმირობით დაცული ქართული მიწა გადამთიელებზე დაარიგონ, გაყიდონ ქართული მიწა, იმ ოსმალოების შთამომავლებზე გაყიდონ, რომლებიც ხრესილში სოლომონს და ქართველობას ებრძოდნენ. ქართული მიწის გადამთიელებზე გაყიდვა ან გაჩუქება ერის ღალატია. დიახ, გამყიდველობა და ერის ღალატი. სისხლს დავღვრი, თავს შევაკლავ და საქართველოს დამპყრობლების შთამომავლებზე მიწას არ მიგაყიდინებთ. ახლა რაც გინდათ ის ქენით, თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს!!!!!

P.S. მოღალატე სერგო ორჯონიკიძემ ერთი საინგილო დაუთმო სხვებს და თქვენ მთელს საქართველოს ყიდით???",- წერს ბრეგაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner