logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: აშშ თავის ჰეგემონიურ მისწრაფებებს და მთელი მსოფლიოს კონტროლს არ მოეშვება
- +

17 დეკემბერი. 2016. 10:26


 




ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს. არეშიძე ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია, ტრამპმა შეარყიოს ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე და ამერიკას ის სიმძლავრეები დაუბრუნოს, რაც 15 წლის წინათ ჰქონდა.


„მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის დაკომპლექტებას მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს და კონტურებიც გამოჩნდა, ჯერ მაინც ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება. ცხადია, აშშ-ის მთავარი ხედვები მსოფლიო ჰეგემონიაზე არ შეიცვლება, თუმცა ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკიდან გამომდინარე, ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ საკითხებსა და აშშ-ის ეკონომიკურ ჰეგემონიაზე. ამგვარი კურსის აღების შემთხვევაში, ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთი კი არა, ჩინეთი იქნება. ასეთ ვითარებაში რუსეთი, შესაძლოა, ტრამპის პოლიტიკის მოკავშირედაც კი იქცეს. ტრამპის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, მას სურს, შეარყიოს ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე და დაიბრუნოს ის სიმძლავრეები, რაც აშშ-ს დაახლოებით 15 წლის წინ ჰქონდა და რაც მთავარია, დააბრუნოს ჩინეთიდან აშშ-ში ბოლო წლებში გადასული საწარმოები".

 

არეშიძის თქმით, რუსეთს ჩინური კაპიტალისგან დიდი დისკომფორტი ექმნება, ამიტომ, შესაძლოა, ჩინეთის დასუსტებაში აშშ-ს მხარი დაუჭიროს.

 

 

„რაც შეეხება ამ საკითხში რუსეთის მოკავშირეობას, საქმე ის არის, რომ რუსეთს ჩინური კაპიტალისგან სულ უფრო და უფრო დიდი დისკომფორტი ექმნება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს სულ რაღაც ეკონომიკურ ხელშეკრულებებს აწერენ ხელს. საქმე ისაა, რომ ყველა მათგანში ჩინეთი დომინანტია, რუსეთი კი უმცროსი პარტნიორი, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებს. აქედან გამომდინარე, აშშ-ს, შესაძლოა, კულუარულადაც დაუჭირონ მხარი. გარდა ამისა, იმ საფრთხის გათვალისწინებით, რაც ახლო აღმოსავლეთიდან მოდის, შესაძლოა, ამ მიმართულებითაც მოუწიოთ თემატურმა პარტნიორობამ.

 

თუმცა ვიმეორებ, აშშ თავის ჰეგემონიურ მისწრაფებებს და მთელი მსოფლიოს კონტროლს არ მოეშვება. ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ძნელია საბოლოო პროგნოოზის გაკეთება და თქმა, ვინ იქნება აშშ-ის მუდმივი და ვინ თემატური პარტნიორი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner