logo_geo
eng_logo
დღეს პატრიარქი მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს
- +

17 დეკემბერი. 2016. 11:05


 


დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.


საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს პირველად დაირეკება მახათას მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები.


დღეს ასევე, „საზოგადოება ივერიისას" წარდგინება მოხდება, რომელიც ფონდი „ივერიისას" რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2010 წელს დაარსებული ფონდიივერიისა" უკვე მეექვსე წელია მახათას მთაზე ანხორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია.

 

ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა ბატონ გიორგი თავაძეს და მოხდა მისი რეორგანიზაცია. იგი გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან. .. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოებაივერიისას" წარდგინება მახათას მთაზე. 12:00 საათზე კი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს.

 

ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები", - ნათქვამია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner