logo_geo
eng_logo
ავტობუსები დღეს მახათას მთის მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ
- +

17 დეკემბერი. 2016. 11:54


თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ 10:00-დან 15:00 საათამდე იმოძრავებენ.


მსურველებს ვარდების მოედნიდან N8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან - N3 და მეტრო „ვარკეთილიდან" - N3 ავტობუსი მოემსახურება.


მახათას მთაზე დღეს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner