თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ 10:00-დან 15:00 საათამდე იმოძრავებენ.
მსურველებს ვარდების მოედნიდან N8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან - N3 და მეტრო „ვარკეთილიდან" - N3 ავტობუსი მოემსახურება.
მახათას მთაზე დღეს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.