logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: პენიტენციური სისტემისადმი უნდობლობის კრიტიკული ზღვარი გადავლახეთ
- +

17 დეკემბერი. 2016. 11:59


სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად საზოგადოების უნდობლობის კრიტიკული ზღვარი გადალახულად მიაჩნია.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემაში გამოწვევები ყოველთვის იქნება.



პენიტენციურ სისტემაში გამოწვევები ყოველთვის იქნება. ეს ის სისტემაა, რომელიც მუდმივად საჭიროებს განვითარებას და პროგრესის შეტანას სისტემაში. მადლობა ღმერთს, გადავლახეთ ის კრიტიკული ზღვარი, რომელიც იყო, ამ სისტემისადმი უნდობლობის. ძალიან დიდი რეფორმები განხორციელდა ამ სისტემაში 2012 წლიდან, ჯანდაცვის კუთხით, პენიტენციური კუთხით.

რამდენიმე წლის წინ 40 კანონში შევიდა ცვლილება იმისათვის, რომ ეს სისტემა ყოფილიყო ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და მეორე მხრივ, არ დაეკარგა ის ფუნქცია, რაც არის პენიტენციური რეჟიმის შენარჩუნება. სისტემას აკლდა ეს ოქროს შუალედი. იყო დრო, როდესაც ამ სისტემას მართავდნენ კანონიერი ქურდები, შემდეგ დრო, როდესაც სისტემაში ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები და გარდაუვალი იყო იმ რეფორმების შემოტანა, რომლის მთავარი მიზანი იყო ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის თანამშრომლების, და მეორე მხრივ იმ სარეჟიმო პირობების დაცვა, რომელიც დადგენილია კანონით", - განაცხადა კახა კახიშვილმა.



საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღეისათვის 10 ათასამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner