თურქეთში ქალაქ კეისერში, ავტობუსის მახლობლად, რომელსაც ჯარისკაცები გადაჰყავდა, აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსთან მდებარე მანქანაში იყო მოთავსებული.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებულებისა და დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილები ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.