logo_geo
eng_logo
ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია 2017 წელს დაიწყება
- +

17 დეკემბერი. 2016. 12:39


რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა:


სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზისა და და სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას.


გარდა ამისა, სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.


ნიკორწმინდის ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება.


პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner