გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, შესაძლოა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს.
გაერო-ს გენერალური მდივნის სტატუსით გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე ბან კი მუნმა განაცხადა, რომ მცირე ხნით დასვენების შემდეგ, სამხრეთ კორეაში დაბრუნდება და იფიქრებს, როგორ დაეხმაროს თავის ქვეყანას.
სამხრეთ კორეის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის დეკემბერში ჩატარდება. სამხრეთ კორეის ამჟამინდელი პრეზიდენტ პარკ გუნ-ჰესია.
ბან კი მუნს უფლებამოსილების ვადა 31 დეკემბერს ეწურება. გაერო-ს ის ორი ვადით, 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1 იანვრიდან მას პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო გუტიერეში შეცვლის.