logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: დღეს ვისაც არ ეზარება, ყველას მეგაფონი უკავია ხელში და „მიტინგობს“...
- +

17 დეკემბერი. 2016. 12:49


ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს

 

არის ხოლმე მომენტები, როცა თავს იკავებენ ადამიანები ამა თუ იმ მომხდარი მოვლენის შეფასებაზე და თავს არიდებენ... მინდა, 1992 ლის  24 ივნისის უკვე ისტორიის კუთვნილებად ქცეული მოვლენის ჩემეული შეფასება გავაკეთო, რომელსაც იგივე ეროვნულ ხელისუფლების რიგებში მყოფი ადამიანები არაერთგვაროვნად აფასებდნენ, უარყოფითი უფრო მეტი ითქვა შეფასების დროს, ვიდრე დადებითი...კრიტიკოსები" კი ისეთი ადამიანები არიან, ვისაც ბევრი არაფერი გაუკეთებია შევარდნაძის ხუნტის წინააღმდეგ, სახლებიდან არ გამოსულან, მაგრამ ეროვნულობის" ნიღაბს დროის მიხედვით კარგად ირგებენ... ცხოვრებაში კი ფეისბუქის" შემოსვლასთან ერთად კრიტიკოსებისთვის" ზედმისწრება აღმოჩნდა, რბილ სავარძლებში წამოკოტრიალებულნი კენწლავენ" იმ ხალხს, ვინც არნახული თავდადება და ვაჟკაცობა გამოიჩინა იმ შავბნელ წლებში... სანამ უშუალოდ ტელევიზიასთან განვითარებულ მოვლენას შევეხები, მინდა, უფრო შორიდან დავიწყო და აღწერო ის უმძიმესი წლები, სადაც სახელმწიფოს" პრიორიტეტი ოფიციალურად იყო პოლიტიკური ტერორი ზვიად გამსახურდიას მომხრეების, მშვიდობიანი მიტინგების და მანიფესტაციების დახვრეტა, სადაც ოცდაათზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული... ვინაიდან თბილისის ცენტრალურ ადგილებში ვეღარ ვატარებდით მიტინგებს, გადაწყდა, მერაბ კოსტავას ეზოში განახლებულიყო ოთხშაბათობის" აქციები, მაგრამ ვინ მოგცა ამის უფლება? პირველად ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით იქნა ჩახერგილი ეზოს შესასვლელი, მის წინ კი პოლიციის კორდონი, ჯავახიშვილის ქუჩაზე შეკრებილი ხალხი კი სასტიკად დაარბიეს, მეორეჯერ პირიქით, კოსტავას ეზოში ჯერ ხალხი შემოუშვეს და მიტინგის დაწყებამდე შიგნით მოამწყვდიეს (კოსტავას ეზოდან გასაღწევი არსად არ არის), სასტიკად სცემეს მომიტინგეები, ოცდაათამდე ადამიანი დააპატიმრეს და ერთვიანი პატიმრობები მიუსაჯეს უდანაშაულო, მშვიდობიან მომიტინგეებს... დღეს ვისაც არ ეზარება ყველას მეგაფონი უკავია ხელში და მიტინგობს... ადვილად განსჯიან მაშინდელ წლებს გაუცნობიერებელი კრიტიკოსები"... ძალიან ძნელია, როცა ჯალათს იარაღი უკავია ხელში, არ გინდობს, გესვრის, შენ ლოზუნგი უფრიალო და მხოლოდ გადადექი" ეძახო... ამიტომაც ვინც იარაღი აიღო ხელში, მისასალმებელი იყო მათი გამბედაობა... თავად ტელევიზიის შენობაში შესვლა, ვალტერ შურღაიას მიერ საკუთარ თავზე აღებული სიკვდილ-სიცოცხლის ტვირთი და რისკი, უდიდეს გამბედაობას შეიცავდა... აბა, სხვას ეკისრა მსგავსი რამ, ვერ გაბედავდა... ვალტერმა თავისი თავის გარდა, ოჯახიც უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა... 24 ივნისის აქცია ეს იყო უდიდესი თავდადების გამოხატულება და დიდი პროტესტი შევარდნაძის ხუნტისადმი! ყველა ის ადამიანი, ვინც მოასწრო და მივიდა ტელევიზიის შენობაში, გმირები არიან! მე ასე ვთვლი! შევარდნაძემ კი კვლავ გამოიყენა სადამსჯელო აქცია, ამ მოვლენაზე საჭიროა ოდესმე დოკუმენტური ფილმის შექმნა, რამდენი მამულიშვილი მოკლეს, რამდენი დააპატიმრეს და სამხედრო კომენდატურებში აწამეს, მათ შორის ქალებიც... ჯაბა იოსელიანი თავის მემუარებში" აღწერს ამ დღეს: ...ტრანპორტის მოძრაობა უკვე შეწყვეტილია ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უწყვეტ ნაკადად მიედინება ხალხი ზვიად გამსახურდიას სურათებით, გელა ლანჩავა, გვერდზე მყოფს ეუბნება - დროზე გლიჯე მუხა" ტელევიზიას, თორემ ცოტა ხანში მთელი მოედანი ხალხით გადაივსება... ასეც მოხდა... შევარდნაძის რეჟიმმა უმძიმესი სასაკლაო მოაწყო... ეს წლები კი მაინც გაიგონებ უსაფუძვლო კრიტიკას ამ ყოველივეზე, ცილისწამებებს, ბრალდებებს, ღრმად ვარ დარწმუნებული, 1992 წლის 24 ივნისს ტელევიზიის აქცია, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა - ვალტერ შურღაიას და ჩვენს ხალხს, წარმატებით რომ განხორციელებულიყო, ერთი აუგის მთქმელიც არსად მოიძებნებოდა!!!" - წერს ირაკლი შონია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner