logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის კომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესპროექტებიდან გადის
- +

17 დეკემბერი. 2016. 13:19


 


ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანია „Trump  Organisation" რამდენიმე დეველოპერულ პროექტს აჩერებს, რომელთა შორის შესაძლოა აღმოჩნდეს, საქართველოში, კერძოდ ბათუმში „ტრამპ თაუერის" მშენებლობაც.


დონალდ ტრამპის ადვოკატის, ალან გარტენის განცხადებით, აზერბაიჯანში, საქართველოს და ბრაზილიაში დეველოპერებმა სალიცენზიო შეთანხმების პირობები ვერ დააკმაყოფილეს. 


არსებობს ვერსია, რომ პროექტებიდან ტრამპის გასვლა შესაძლებელია, უკავშირდებოდეს სურვილს,  გაწყვიტოს ისეთი  საქმიანი კავშირები, რომლებიც მისი, როგორც პრეზიდენტის რეპუტაციას დააზარალებს. კერძოდ, აზერბაიჯანში კომპანიის პარტნიორი იყო ტრანსპორტის მინისტრის ვაჟი, ანარ მამედოვი, რომელსაც ამერიკელი დიპლომატები კორუმპირებულად მოიხსენიებენ.


ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, ბრაზილიაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში  სასტუმროების მშენებლობა იყო დაგეგმილი, თუმცა არც ერთი პროექტი დასრულებული არ არის.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner