logo_geo
eng_logo
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში პატრიარქი მივიდა
- +

17 დეკემბერი. 2016. 13:22


 


მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა.


პატრიარქი ტაძარში წმინდა ბარბარეს დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის. ამ წუთისთვის ტაძარში უკვე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოება „ივერიისას" ხელმძღვანელი გიორგი თავაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, სასულიერო პირები და სხვადასხვა ტაძრის მრევლი.


კულტურის მინისტრმა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა.


მინისტრის თქმით, წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად და ავადმყოფების მკურნალად მიიჩნევა. მან ყველას ჯანმრთელობა და შვილების კეთილდღეობა უსურვა.


მინისტრმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ამ ტაძარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სულიერების თვალსაზრისით. მისივე თქმით, აქ ძალიან დიდი პოტენციალია იმისთვის, რომ ეს ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს მთელი ქვეყნისთვის ივერონის ანალოგად.

 

კულტურის სამინისტრო საზოგადოება ივერიისასთან" ერთად, ასევე ეროვნულ მუზეუმთან ერთად, გარკვეულ კონცეფციაზე ვმუშაობთ, რომელიც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. დეტალებზე მომავალში ვისაუბრებთ, როდესაც ეს კონცეფცია მზად იქნება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner