თურქეთის ქალაქ კაისერში მომხდარი ტერაქტის დროს 13 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაიჭრა.
ტერორისტებმა ავტობუსი ააფეთქეს, რომლითაც სამხედროები გადაადგილდებოდნენ.
ასაფეთქებელი მოწყობილობა გაჩერებულ ავტომობილში იყო დამონტაჟებული.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.