logo_geo
eng_logo
დიღმის ტერიტორიაზე დამწვარი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- +

17 დეკემბერი. 2016. 13:56


 


დიღმის ტერიტორიაზე, გამწვანების ზონაში დამწვარი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სხეული იმდენად დამწვარი იყო, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი 71 წლის მამაკაცია.


ერთი ვერსიით, მოხუცი მამაკაცი დაუდგენელმა პირმა მოკლა და ცხედარი იქვე დაწვა, თუმცა, მეორე ვერსიით, საუბარია თვითმკვლელობაზე.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, თუმცა სავარაუდოდ, ეს კვალიფიკაცია შეიცვლება, ვინაიდან არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც სუიციდის ვერსიას ადასტურებს. მათ შორის გარდაცვლილის სახლში აღმოჩენილია წერილი, სადაც მოხუცი მამაკაცი წერს, რომ ვალების გამო თავის მოკვლას აპირებს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner