logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, ყველა ბავშვს ვუსურვო, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ
- +

17 დეკემბერი. 2016. 15:03


 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მახათას მთაზე, სადაც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, განაცხადა, რომ საქართველოში ყველა ბავშვს უსურვებს, სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა.


მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი და პირველად დაირეკა ზარი. ძალიან დიდი დღესასწაულია. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველ ყოვლისა, მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია. ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. არ შემიძლია, არ ვახსენო სიტუაცია სირიაში, ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ ახლა, გაერო- ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ. გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner