logo_geo
eng_logo
ალეპოდან ევაკუაცია დღეს განახლდება
- +

17 დეკემბერი. 2016. 15:30


 


სირიის მთავრობის წარმომადგენელის განცხადებით, ალეპოში შეჩერებული ევაკუაციის პროცესი დღეს განახლდება.


მიღწეულია შეთანხმება ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან ევაკუაციის პროცესის განახლებაზე", - განუცხადა სააგენტო „Reuters"-ს წყარომ სირიის მთავრობიდან.


გუშინ მოსახლეობისა და ოპოზიციის მებრძოლების ევაკუაცია ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მას შემდეგ შეჩერდა, რაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ კოლონას.


აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner