საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ ღამით თურქეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქართველი ხალხი, ამ მძიმე წუთებში, თანაუგრძნობს მეგობარ თურქ ხალხს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.