logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: საგარეჯოში რომ არჩევნები გაყალბდა, ეს მთელმა საქართველომ იცის!
- +

24 მარტი. 2016. 04:29


„პატრიოტთა ალიანსის" ერთ­ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი საგარეჯოს არჩევნების გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურა წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული. საგარეჯოს არჩევნების გამოძიებასა და პოლიტიკურად აქტუალურ სხვა საკითხებზე ემზარ კვიციანი რეპორტიორს" ესაუბრა.



არ ველოდი პროკურატურისგან ასეთი შედეგის დადებას. ვფიქრობდი, რომ პროკურატურაში რაღაც შეიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ. პროკურატურას ვიღაც აშანტაჟებს გარკვეული კადრებით.

 

საგარეჯოში რომ არჩევნები გაყალბდა, ეს მთელმა საქართველომ იცის. გამოძიებამ ეს ყველაფერი მიჩქმალა, იმიტომ, რომ იყო ზეწოლა. ზეწოლა რითი იყო? იმ კადრებით, რასაც ორი-სამი კვირის წინ ვუყურებდით. ფაქტობრივად ეს არის ტესტი.

 

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სასამართლო პროცესი და ჩემი პროკურორი. მე ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცე, მაგრამ მაინც მომისაჯეს 18 წელი. რატომ? იმიტომ, რომ მასაც აშანტაჟებდნენ. იგივე გრძელდება, არაფერი შეცვლილა.

 

პროკურატურას აშანტაჟებს ის, ვისაც ამ გამოძიების შეჩერება აწყობდა."- განაცხადა კვიციანმა „რეპორტიორთან" საუბარში.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner