ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში, ყანდაარის რეგიონში თავდასხმა მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა მიკროავტობუსს, რომელშიც ყანდაარის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
სროლის შედეგად აეროპორტის დაცვის 5 წევრი ქალი და მათი მძღოლი დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.