logo_geo
eng_logo
ავღანეთში თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

17 დეკემბერი. 2016. 20:01


 


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში, ყანდაარის რეგიონში თავდასხმა მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა მიკროავტობუსს, რომელშიც ყანდაარის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.


სროლის შედეგად აეროპორტის დაცვის 5 წევრი ქალი და მათი მძღოლი დაიღუპა.


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner