logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: ტერორისტული აქტები არ შეასუსტებენ თურქი ხალხის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმტკიცეს
- +

17 დეკემბერი. 2016. 20:33


 


სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ  ტერორისტული აქტები არ შეასუსტებენ თურქი ხალხის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმტკიცეს და ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

„ტერორისტული აქტები არ შეასუსტებენ თურქი ხალხის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმტკიცეს. პირიქით, ეს ბრძოლა უფრო გაძლიერდება", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

 

მისი თქმით, ტერორიზმის ნებისმიერი ფორმები არაადამიანურია და მტკიცე დაგმობას ითხოვს.


„ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, რომ თურქ ხალხში ცხოვრობს დამოუკიდებლობისთვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთება", - განაცხადა ილდირიმმა.


13 ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო 48 დაშავდა დღეს თურქეთში ქალაქ ქაისერში მომხდარი აფეთქებისას. თურქეთში ქალაქ ქაისერში დღეს უნივერსიტეტის ახლოს დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელმაც ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი დააზიანა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner