გეგა გეგეშიძე 46 ხმით ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. მისმა ოპონენტებმა, ესტატე გოგლიჩიძემ 3 ხმა, ხოლო მანუჩარ კვირკველიამ 24 ხმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასტუმრო „რედისონში" ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შედგა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. კერძოდ, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე. მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით გამოეთიშა.