აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2,5-ჯერ გაზარდა გასამრჯელო ინფორმაციისთვის, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ-ბაქრ ალ ბაღდადის ადგილსამყოფელის მოძებნაში დაეხმარება.
ტერორისტების მეთაურის შესახებ ცნობებისთვის აშშ 25 მილიონ დოლარს იხდის.
ერაყის სპეცრაზმის მეთაური ფადილ ბარვარიმ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი მოსულთან ახლოს იმალება და მიწის ქვეშ ცხოვრობს. მისივე თქმით, ტერორისტების მეთაური ცდილობს ხშირად გამოიცვალოს ადგილსამყოფელი, ასევე ხშირად იცვლის გარეგნობას პლასტიკური ოპერაციებით და წვერის მოპარსვით.