თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბოლო ტერორისტული აქტები თურქეთში დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან, განსაკუთრებით სირია და ერაყში არსებულ პროცესებთან.
ქალაქ ქაისერში მომხდარი ტერორისტულ აქტზე კომენტარის გაკეთებისას თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გაგრძელდება თურქი ხალხის მხარდაჭერით.
ერდოღანის თქმით, ტერორისტული აქტები მიმართულია თურქეთის თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის პოლიციელებზე და ჯარისკაცებზე.
„ტერორისტული ორგანიზაციები ერთიანდებიან თურქეთის წინააღმდეგ. განსაკუთრებით აქტიურები არიან ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა რესურსებს იყენებენ. ყველაფერი ეს ცხადყოფს, რომ ტერორისტების მიზანია თურქეთის დასუსტება", - აღნიშნა ერდოღანმა.
13 ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხოლო 48 დაშავდა დღეს თურქეთში ქალაქ ქაისერში მომხდარი აფეთქებისას. თურქეთში ქალაქ ქაისერში დღეს უნივერსიტეტის ახლოს დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელმაც ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი დააზიანა.