logo_geo
eng_logo
აკა სინჯიკაშვილი: ჩვენი, 21 ადამიანის თხოვნაა, მოგვეცით ალეპოში წასვლის უფლება...
- +

18 დეკემბერი. 2016. 00:07


 


სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ალეპოში წასვლისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების შესახებ სტატუსს აქვეყნებს:


„დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, მოუმზადებლად უსაფუძვლოდ და სულელურად არ ვამბობ!

სახელმწიფო თუკი გადაწყვეტს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაერთოს ამ საშინელებაში და ნებას დაგვრთავს, 20 მედიცინაში გამოცდილი ადამიანი არსებობს, ვინც ჩემთან ერთად ალეპოში წავა და დახმარებას გაუწევს ამ გამწარებულ ხალხს. თუ ვინმეს შეგიძლიათ, მოგვეცით უფლება. თავის მოსაწონებლად და უთავოდ არ ვამბობთ, დარწმუნებულები ვართ ყველა! ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვართ! დიდხანს ვილაპარაკეთ და არცერთი არ გადავთქვამთ! ყველას მაგივრად გვრცხვენია, ვინც ამ სიდამპლეში მონაწილეობა მიიღო. გვითხარით და მეორე დღესვე მზად ვიქნებით! თხოვნაა ეს! ჩვენი, 21 ადამიანის თხოვნა!", - წერს აკა სინჯიკაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner