logo_geo
eng_logo
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აქციას - „შეანელე, გზა დაუთმე!“ გამართავს
- +

18 დეკემბერი. 2016. 00:16


 

 

 

 

18 დეკემბერს 13:00 საათზე, ქ. თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე, რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და მხოლოდ ბოლო პერიოდში შეჯახებისგან 2 მოსწავლე დაზიანდა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მძღოლებისა და ქვეითებისთვის ცნობიერების ასამაღლებელ აქციას გამართავს.


აქციის მიზანია ავამაღლოთ საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერება და დავიცვათ ქვეითების  გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილების  უფლება.


აქციის მონაწილენი მძღოლებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ სკოლებთან მიახლოებისას შეანელონ მოძრაობის სიჩქარე და ქვეითებს გზა დაუთმონ „ზებრა" გადასასვლელზე.


მძღოლებისთვის და ქვეითებისთვის დარიგდება საგზაო მოძრაობის თემატიკაზე შექმნილი ორცხობილები, ხოლო დრამერები თეატრალურად გააფორმებენ აქციას.


გადასასვლელთან მოხალისეების მიერ განთავსდება წარწერები: „შეანელე, გზა დაუთმე!", „სიჩქარე კლავს!".


ღონისძება ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის პროექტის „შეანელე, გზა დაუთმე"-ს ფარგლებში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner