logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: მართვის მოწმობის გამოცდა შეიცვლება და გარკვეულწილად გართულდება
- +

18 დეკემბერი. 2016. 02:14


 


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში  განაცხადა, რომ მართვის მოწმობის გამოცდა შეიცვლება და გარკვეულწილად გართულდება.


მინისტრის მოადგილემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ 2017 წლისთვის დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.


„საგზაო მოძრაობის მიმართულებით სიახლე იქნება ის, რომ მართვის მოწმობის გამოცდა შეიცვლება და გარკვეულწილად გართულდება, ანუ რეალურ დროში გადავა ქუჩაში. ამისთვის ჩვენ ჩავატარეთ მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ქულების მინიჭებას კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მდიდარი და ღარიბი გათანაბრდეს და ჯარიმაში არ გამოიხატებოდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება კანონის დამრღვევთა მიმართ. ყველაზე მაღალი ქულის ჩამოკლება მოხდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner