თურქეთის ქალაქ კაისერში მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით თურქმა სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.
ოფიციალური თურქეთი კაისერში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ქურთ მუშათა კავშირს აკისრებს.
17 დეკემბერს ცენტრალურ თურქეთში მდებარე ქალაქ კაისერში დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც სამხედროები ბაზაზე ბრუნდებოდნენ. უნივერსიტეტის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.