logo_geo
eng_logo
იემენში აფეთქებას 20 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

18 დეკემბერი. 2016. 12:31



სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, იემენის ქალაქ ადენის ცენტრში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 20 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.


აფეთქება ელ-არიშის რაიონში, სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner