სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, იემენის ქალაქ ადენის ცენტრში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 20 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
აფეთქება ელ-არიშის რაიონში, სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.