გაერო-ს უშიშროების საბჭო ალეპოს ევაკუაციაზე რეზოლუციას განიხილავს.
დოკუმენტი, რომელიც საფრანგეთმა მოამზადა, ქალაქში დამკვირვებლების გაგზავნას და ევაკუაციის პროცესის მონიტორინგს ითვალისწინებს.
ალეპოდან ევაკუაციას ამ დრომდე ათასობით მოქალაქე და ამბოხებული ელოდება, ამ მიზნით ქალაქის შესასვლელთან 50-ზე მეტი სამგზავრო ავტობუსია მობილიზებული. მოსახლეობის ევაკუაცია მხარეებს შორის მიღწეული ახალი შეთანხმების საფუძველზე 17 დეკემბერს უნდა განახლებულიყო.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.