ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სააგენტო „kutaisitoday" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმციით, ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.