„ქუთაისიდან-ბათუმის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს.
როგორც რკინიგზაში განმარტავენ, არ დაზიანებულა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც და მოძრაობა უკვე აღდგენილია. რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის მიზეზებს, ამის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.