logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო მატარებელში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

18 დეკემბერი. 2016. 14:58



„საქართველოს რკინიგზა" ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.



„ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება. ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები", - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner