„საქართველოს რკინიგზა" ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება. ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები", - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.