logo_geo
eng_logo
ბესო დანელია: საქართველოში რუსული განწყობები კი არ იზრდება, დასავლური განწყობები მცირდება!
- +

24 მარტი. 2016. 04:39


„დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი, ექსპერტი ბესო დანელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:


„გასაოცარი ამბავია... შულცი და რასმუსენი პრესკონფერენციას მართავენ და აცხადებენ , რომ უკრაინაში საგანგაშო ვითარებააო....

 

თუ ვინმეს დაავიწყდა შევახსენებ, რომ პირველი ევროპარლამენტის პრეზიდენტია, მეორე ნატოს გენერალური მდივანი და ეს განცხადება კეთდება ბრიუსელში ერთ დღეში ოთხი ტერორისტული აქტის მოწყობის, ასზე მეტი ადამიანის დაღუპვისა და დასახიჩრებიდან რამოდენიმე საათში.

ჯერ საკუთარი სახლისთვის მიგეხედათ ბატონებო და საკუთარი მოქალაქეები დაგეცვათ რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გამოდიან შოკიდან და მერე ჩაგეყოთ ცხვირი სხვა ქვეყნების საქმეებში, მაგრამ თუ მაინცა და მაინც სხვისი გაღელვებთ ჯერ და შემდეგ საკუთარი, მაშინ უკრაინამდე გაცილებით ადრე მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, დღემდე იგივე სურათია და ჩვენზეც გეთქვათ ორიოდ სიტყვა, რომ გაიძახით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინამდე არცერთი ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულაო.

ევროპულ ქვეყნად კი არა საერთოდ ადამიანებად არ გვთვლით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და შემდეგ კიდევ გიკვირთ რატომ იზრდება რუსული განწყობები საქართველოშიო?! საქართველოში რუსული განწყობები კი არ იზრდება დასავლური განწყობები მცირდება და სულ მალე საერთოდ გაქრება ისე იქცევით ბატონებო!!!

 

P.s დიდი მადლობა ჟურნალისტ ქეთი ქარდავას იმ სიმართლისათვის რომელიც მოგახალათ სახეში და რომელიც ძალიან არ გესიამოვნათ !!!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner